Friday, January 4, 2013

ყვავილების ენა და მნიშვნელობა

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძველ აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ ყვავილებს საკუთარი ენა გააჩნდათ. სპეციალური წიგნიც კი შექმნეს – ,,სელამი” – სადაც თითქმის 400-მდე ყვავილის მნიშვნელობაა შეტანილი. მათი დანიშნულება განსხვავებულია სახეობების, მათი ფერებისა და არომატები მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ყვავილის მნიშვნელობა:
1.ორქიდეა – ეს ყველაზე ინტიმური ყვავილია დანარჩენებს შორის და ყველაზე ახლო ადამიანებს ჩუქნიან;
2.შროშანი – ნიშნავს, ,,დიდი ხანია მიყვარხარ!” ამასთან, შროშანი სიამაყის სიმბოლოცაა;
3.ჰერბერი – მსუბუქი გატაცების, ფლირტის გამომხატველია;
4.გერანიები – აღმოსავლური წესის მიხედვით, თუ ვინმე ამ ყვავილს გაჩუქებთ, თქვენთან საიდუმლო შეხვედრას ითხოვს; 5.ზიზილა – საუკეთესო სურვილებით!.
6.გეორგინები – ამ ყვავილის მჩუქნელი მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. ასევე, გეორგინები გაზაფხულის, სიხარულის, სიმდიდრის სიმბოლოცაა;
7.ქრიზანტემები – მეგობრული გრძნობების გამომხატველია;
8.გლადიოლუსი – ის, ვინც მას გჩუქნით, მზრუნველობას გთავაზობთ, მას თქვენზე ზრუნვა უნდა;
9.მიხაკი – სხვადასხვა ფერის მიხაკს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: თეთრი – გულწრფელი, წმინდა სიყვარულის გამომხატველია; წითელი – აღფრთოვანების; ვარდისფერს, როგორც წესი, დედებს ჩუქნიან;
10.ვარდი – ასევეა ვარდიც: წითელი – სიყვარულის, სილამაზის ნიშანია; ვარდისფერი – სინაზისა და მიმზიდველობის; თეთრი – უმანკოების;
11.ტიტა – ზოგადად, ის სიყვარულის ნიშანია, მაგრამ სხვადასხვა ფერის სხვადასხვაგვარ სიყვარულს გულისხმობს: წითელი – ვნებიანი სიყვარული; თეთრი – წმნდა გრძნობა (ქორწინებას შეჰფერის); ყვითელი – უნაყოფო სიყვარული; წყარო: http://gelatin.ge საიტი:http://ucnauri.com/67195/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/

No comments:

Post a Comment