Friday, December 14, 2012

ყვავილების ენა და მნიშვნელობა

ყვავილების ენამ დასაბამი აღმოსავლეთიდან აიღო და რა თქმა უნდა ის შექმნეს ქალებმა. ურთიერთობას მოკლებულებმა და ჩადრის ქვეშ ამოფარებულებმა მოიფიქრეს გრძნობების და ხასიათის ასეთი გადმოცემის ხერხი.
ყვავილების ლექსიკონები გამოიცემოდა XVII საუკუნეში მასში მოთხრობილი იყო ამა თუ იმ მცენარის მნიშვნელობის შესახებ. ყვავილების ენა იყო ძალიან პოპულარული საფრანგეთში და ინგლისში ( დედოფალ ვიქტორიას დროს)
ყველა ყვავილს და მათ ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა , ასევე ბევრზე მეტყველებს მათი რაოდენობა თაუგულში. აჩუქე ერთი , სამი ან ხუთი , მაგრამ ნუ ჩუქნი ორს ან ოთხს . ყვავილის ლუწ რაოდენობას მოაქვს დაებითი სასიცოცხლო ენეგია და ჰარმონია.
ერთი ყვავილი – შენ ხარ ყველაფერი , რაც მე გამაჩნია!
სამი ყვავილი – მინდა შენთან ერთად ვიგემო უსასრულობა
ხუთი ყვავილი – მე შენ მიყვარხარ!
შვიდი ყვავილი – ტრადიციულად ნიშნობის დღეს ჩუქნიან.
ცხრა ყვავილი – პატივისცემის გამოხატულება მეგობრის მიმართ
ათი ყვავილი – მინდა რამე გავაკეთო შენთვის და ა.შ.


ფერი + ყვავილი = ? ? ?
თეთრი ყვავილი ნიშნავს უბიწობას
ყვითელი – ფარულ ვნებას
ვარდისფები – წმინდა სიყვარულს
წითელი - ვნებიან სიყვარულს
ლურჯი - ერთგულებას
იისფერი – სიმშვიდეს და ნდობას
ისარგებლეთ აღნიშნული განმარტებებით და თქვენ ნამდვილად მიანიჭებთ დიდ სიამოვნებას იმ პიროვნებას ვისთვისაც არის განკუთვნილი თქვენს მიერ შერჩეული ესა თუ ის თაიგული.


ihow.ge/ყვავილების-რაოდენობისა-დ/ - Cached