Sunday, January 6, 2013

ყვავილების ენა

მოგეხსენებათ პლანეტის ნებისმიერ წერტილში ვხვდებით მრავალი სახის მცენარეს და მათ განუყოფელ ნაწილს ყვავილებს, ყვავილს მრავალი ფუნქცია და დატვირთვა გააჩნია: უმრავლესობისთვის გამრავლების საშვალებაა, მაგრამ არიან გამონაკლისებიც ზოგს თავდაცვითი ფუნქცია აქვს, საკვების მოპოვების საშვალებაცაა და ა.შ. დამეთანხმებით ყვავილები გვაკვირვებენ მათი: მრავალფეროვნებით, სურნელით, ფერებით, რითაც უხსოვარი დროიდან ადამიანის ყურადღებას იქცევენ. თვით ყვავილების ენა გაჩნდა აღმოსავლეთში მანდილოსნების დამსახურებით, რომელნიც იყვნენ მოკლებულნი ურთიერთობას, ხშირად მოშიშარნი საკუთარი სახის ნაკვთების გამოჩენის, მათ თავიანთი გრძნობები და განწყობა გადმოიტანეს ყვავილებზე მათ ფერებზე. დროთა განმავლობაში ყვავილებმა თავიანთი სიმბოლური დატვირთვა მიიღეს, ხოლო ევროპაში ყვავილების ენა ცოტა მოგვიანებით მე–18 საუკუნეში გამოჩნდა. ევროპაში იმდენად პოპულარული გახდა ყვავილების ენა რომ ფაქტიურად ყოველკვირეულად გამოიცებოდა ლექსიკონები ამა თუ იმ ყვავილის აღმნიშვნელი. მეც ვეცდები რამოდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ:
აკაცია
მას აქვს საიდუმლო სიყვარულის დატვირთვა. მისი ჩუქება ხდებოდა მიჯნურებს შორის ვინც მალავდა საკუთარი გრძნობების შესახებ. იგი ასევე გამოიყენებოდა მასონების სიმბოლოდაც და აღნიშნავდა: სისუფთავეს, სიფაქიზეს, სულის სიძლიერეს, ამტანობას.
მიხაკი
ამ ყვავილს მრავალი დატვირთვა გააჩნია დამოკიდებულია მის ფერზე ძირითადი დატვირთვა მომხიბვლელობა, გამორჩეულობა და სიყვარულია. ნუ განვიხილოთ სათითაო ფერი დამოუკიდებლად: წიტელი მიხაკი დიდ რომანტიულ სიყვარულის, ღრმა ვნების გამომხატველია, თითქოს თვითონ ყვავილი გეუბნებათ რომ გული გტკივათ მისთვის. თეთრი მიხაკი ტკბილი და საყვარელის, უდანაშაულობის, წმინდა სიყვარულის, ერთგულების აღმნიშვნელია.
ვარდისფერი მიხაკი მიანიშნებს რომ ის დაუვიწყარია რომ თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ ის. ყვითელი მიხაკი იმედგაცრუების, აღმნიშვნელია. იისფერი მიხაკი კაპრიზულობის, ცვალებადობის, უნდობლობის აღმნიშვნელია. მოვარდისფრო იისფერი მიხაკი ოცნებას, ფანტაზიას გამოხატავს. ზოლიანი მიხაკი ასევე გვეუბნება უარს, უარყოფის აღმნიშვნელი სიმბოლოა მისი გამომგზავნი გეტყვით ამით, რომ თქვენთან ყოფნა არ შეუძლ
ქრიზანთემა
ზოგიერთ ქვეყანაში თეთრ ქრიზანთემას სიკვდილის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ზოგიერთ ქვეყანაში პატიოსნების სიმბოლოცაა, ხოლო რაც შეეხება წითელ ქრიზანთემას სიყვარულის აღმნიშვნელია, ხოლო ყვითელი მოწონების.
ყვითელი ნარგიზი
ეს ყვავილი გვევლინება ეჭვის, დაურწმუნლობის სიმბოლოდ, თუმცა მას ასევე სხვა დატვირთვაც აქვს გალანტურობის და პატივისცემის სიმბოლოცაა. გეორგინი
გეორგინი კეთილშობილების და ელეგანტურობის ნიშანია ზიზილა
ზიზილა უდანაშაულობის, სიწმინდის, უბრალოების ნიშანია. იასამანი
იასამანი პირველი სიყვარულის გრძნობის აღმნიშვნელია, ხოლო თეთრი იასამანი ბავშური უცოდველობის. შროშანი
თეთრი შროშანი სიწმინდის სისუფთავის ნიშანია, ალისფერი მაღალი სულიერი მისწრაფების, ხოლო სტაფილოსფერი სურვილის, ვნების. ლოტოსი
ლოტოსი სულიერების, სისუფთავის მიზანსწრაფულობის აღმნიშვნელია. ორქიდეა
ორქიდეა სილამაზის აღმნიშვნელი სიმბოლოა. ვარდი
გადავიდეთ ყველასათვის საყვარელ და ულამაზეს ყვავილზე ვარდზე, მისი მრავალი სახეობა და მრავალი ფერი არსებობს როგორც ვიცით წითელი ვარდი ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა, ლურჯი ვარდი მისტიურობის, პირველი ნახვით სიყვარულის; შავი– სიკვდილის სიძულვილის; ყვითელი ვარდი ეჭვიანობის, გატეხილი გულის, მომაკვდავი სიყვარულის.
http://geniosebi.wordpress.com/tag/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/

Friday, January 4, 2013

ყვავილების ენა და მნიშვნელობა

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძველ აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ ყვავილებს საკუთარი ენა გააჩნდათ. სპეციალური წიგნიც კი შექმნეს – ,,სელამი” – სადაც თითქმის 400-მდე ყვავილის მნიშვნელობაა შეტანილი. მათი დანიშნულება განსხვავებულია სახეობების, მათი ფერებისა და არომატები მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ყვავილის მნიშვნელობა:
1.ორქიდეა – ეს ყველაზე ინტიმური ყვავილია დანარჩენებს შორის და ყველაზე ახლო ადამიანებს ჩუქნიან;
2.შროშანი – ნიშნავს, ,,დიდი ხანია მიყვარხარ!” ამასთან, შროშანი სიამაყის სიმბოლოცაა;
3.ჰერბერი – მსუბუქი გატაცების, ფლირტის გამომხატველია;
4.გერანიები – აღმოსავლური წესის მიხედვით, თუ ვინმე ამ ყვავილს გაჩუქებთ, თქვენთან საიდუმლო შეხვედრას ითხოვს; 5.ზიზილა – საუკეთესო სურვილებით!.
6.გეორგინები – ამ ყვავილის მჩუქნელი მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. ასევე, გეორგინები გაზაფხულის, სიხარულის, სიმდიდრის სიმბოლოცაა;
7.ქრიზანტემები – მეგობრული გრძნობების გამომხატველია;
8.გლადიოლუსი – ის, ვინც მას გჩუქნით, მზრუნველობას გთავაზობთ, მას თქვენზე ზრუნვა უნდა;
9.მიხაკი – სხვადასხვა ფერის მიხაკს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: თეთრი – გულწრფელი, წმინდა სიყვარულის გამომხატველია; წითელი – აღფრთოვანების; ვარდისფერს, როგორც წესი, დედებს ჩუქნიან;
10.ვარდი – ასევეა ვარდიც: წითელი – სიყვარულის, სილამაზის ნიშანია; ვარდისფერი – სინაზისა და მიმზიდველობის; თეთრი – უმანკოების;
11.ტიტა – ზოგადად, ის სიყვარულის ნიშანია, მაგრამ სხვადასხვა ფერის სხვადასხვაგვარ სიყვარულს გულისხმობს: წითელი – ვნებიანი სიყვარული; თეთრი – წმნდა გრძნობა (ქორწინებას შეჰფერის); ყვითელი – უნაყოფო სიყვარული; წყარო: http://gelatin.ge საიტი:http://ucnauri.com/67195/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/

Wednesday, January 2, 2013

ყველაზე ლამაზი და საუცხოო ყვავილები მსოფლიოში

უმეტესობა დამეთანხმება, რომ ყვავილები-ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა რათა გადმოსცე შენი გრძნობები თუ ემოციები, აუმაღლო გუნება-განწყობილება შენთვის საყვარელ პიროვებებს ასევე საკუთარ თავსაც. ყვავილებით შეგიძლია სიხარული შეიგრძნო, განქარწყლო დეპრესია, ან შეიმსუბუქო დეპრესიით განცდილი სულიერი ტკივილი… ჩამონათვალში არ არის ყველა სახეობა, რამდენადაც თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი აზრი , შესაბამისად თითოეულ ყვავილს ჰყავს თავისი შემფასებელი და მკითხველი. ჩამონათვალში კი შეიგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ ყვავილებს…
საკურა
ეს ყვავილი-იაპონიის ოფიციალური სიმბოლოა.საკურას ყვავილობის დღესასწაული იმართება ყოველ წელიწადს და ორიენტირებულად იწყება 27 მარტიდან, თუმცაღა ზუსტი თარიღი დამოკიდებულია, თუ როდის დაიწყებს ყვავილობას საკურა.
იაპონიაში ამ დღესასწაულზე სამსახურშიც კი არ მიდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდად დატკბნენ და სიამოვნებით უცქირონ ამ არაჩვეულებრივ და ხანმოკლე სანახაობრივ სილამაზეს. …რამდენადაც ხე ყვავილობს კვირაზე ნაკლებს… კანნა
ეს ყვავილი-კანისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია და ითვლიან დაახლოებით 50 სახეობას, გამორჩეულად სხვადასხვა ფერისებური გამით. ძირითადად ის ხარობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ევროპაში სულ უფრო პოპულარული ბაღის მცენარეა…
ამ მცენარეს აგრეთვე უწოდებენ-სამოთხის ჩიტს ფოთლების ხასიათობრივი ფერის წყობის გამო, რომელიც მოგვაგონებს მგალობელ ტროპიკულ ფრინველებს.
ის ხარობს-სამხრეთ აფრიკაში-ცნობილი როგორც ეგზოტიკური მცენარე..
Dendrobium
ყვავილის სახელწოდება ბერძნულია-”დენდრო”-ხე “ბიო”-სიცოცხლე, საერთოჯამში ითარგმნება როგორც “ხეზე მაცხოვრებე
ამ მცენარის ყველა სახეობა მიეკუთვნება ორქიდეისებრთა ოჯახს და დაცულია საერთაშორისო კონვენციით-მცენარეებისა და ცხოველების გაყიდვის აკრძალვით..
ის გვხვდება დეკორატიულ ბაღებში.. Lantana
საერთოდ ეს მცენარე მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია კოლუმბიასა და ვენესუელაში, აგრეთვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
http://ucnauri.com/183199/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D/